ავარიას 24 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2021-06-30 13:21:35

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და "გლოვოს" კურიერი შეეჯახა, რის შემდეგაც 24 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.