ხანძარი რუსთავში [photo]

2021-06-29 12:47:11

რუსთავში დავით გურამიშვილის ქუჩაზე ხანძარია.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი მე-17 სკოლის ეზოში გამხმარ ბალახებს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟი.

ცეცხლის კერასთან ახლოს ელექტრო ენერგიის ქვესადგურია, რის გამოც  მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრო ენერგიის გათიშვა მოხდა.