ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, რადგანაც "სინოვაკსა" და "სინოფარმთან" დაკავშირებით მწირი ინფორმაცია არსებობს, არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსისგან ეს ვაქცინები ვერ გვიცავს.
"სინოვაკიც და სინოფარმიც ორივე დადასტურებული ეფექტურობის ვაქცინაა. ამ შემთხვევაში, ახალ შტამებთან მიმართებაში ვაქცინების ეფექტურობაზე მონაცემები მოდის მხოლოდ იქიდან, რომელ ვაქცინასთან მიმართებაშიც ჩატარდა ეს გამოკვლევა, ასტრაზენეკასთან და ფაიზერთან მიმართებაში ეს კვლევები დამატებით ჩატარდა. ის, რომ სინოვაკზე და სინოფარმზე მონაცემები მწირია, არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინები თავის დატვირთვას ვერ შეასრულებს", - აცხადებს გაბუნია.