1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე გაიზრდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
მისი თქმით, იზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა.
გარდა ამისა, არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები.
ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.