ხმაური რუსთავში, ერთერთ მიკრორაიონში [photo]

2021-06-28 00:07:44

ხმაური რუსთავში, XXI მიკრორაიონში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მამაკაცებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილობრივები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ რომ ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ჩხუბი დაახლოებით 20-30 წუთი გაგრძელდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

პოლიციის მისვლის შემდეგ მოქალაქეებმა მალევე დატოვეს ეზო.