ეპიდვითარება რუსთავში

2021-06-27 18:30:25

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 3 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 47 პირი შემოწმდა. 

პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.