რუსთავის საკრებულოს წევრებმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გოჩა შავაძე და ნინო ლომიძე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარსეთან, ელზა ლეკვეიშვილთან ერთად ჭყონდიდელის დასახლებაში იმყოფებოდნენ. მუნიციპალურ ერთეულში გრანელის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დაიწყო, ასევე მიმდინარეობს #41 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია. ბაღს 4 ახალი ჯგუფი დაემატა და მას ახალი სასწავლო წლიდან უკვე 600-ზე მეტი აღსაზრდელის მიღება შეეძლება. მოგვიანებით საკრებულოს წევრებმა ლეონიძეს ქუჩაც მოინახულეს, სადაც გზის სავალი ნაწილის გასწვრივ ტროტუარის კეთილმოწყობა მიმდინაროებს.