ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2021-06-25 00:23:08

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.

ლეონიძის ქუჩაზე ერთმანეთ ორი ავტომობილი დაეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ავარიის დროს 2 ახალგაზრდა დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებულები კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, არსებული ინფორმაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.