რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში არსებულ მიტოვებულ შენობაში ხანძარი იყო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ყოფილი სამხედრო საწყობში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა და მასზე არსებულ ხის კონსტრუქციაზე გავრცელდა.
სავარაუდოდ, ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაუდევრობაა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი მუშაობდა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.