რუსთავში, საწარმო "ჯეოსთილის" ტერიტორიაზე ხანძარი იყო.
როგორც "ინფო რუსთავს" საწარმოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ბეჟიტაშვილმა განუცხადა, ცეცხლი ჯართის დამაქუცმაცებელ დანადგარს გაუჩნდა.
საწარმოში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ტერიტორიაზე შეინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი დაკვამლიანება.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟი.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზაცია დროულად შეძლეს და ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ვიდეო ნახეთ აქ