ხანძარი რუსთავში [photo]

2021-06-24 12:11:34

რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში ხანძარი იყო.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მიკრორაიონში ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა.

მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად შეძლეს.

ადგილზე მობილიზებული იყო 1 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.