რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ხანძარია.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი გზის შუაგამყოფ ზოლზე არსებულ ბალახს უკიდია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ჯერჯერობით მობილიზებული არ არის.
როგორც ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, არსებობს ცეცხლის უფრო ფართო მასშტაბზე გავრცელების საფრთხე.