რუსთაველი სპორტსმენის წარმატება

2017-07-26 17:37:01

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ცურვაში რუსთაველმა სპორტსმენმა, რუსუდან გოგინაშვილმა 50 მეტრ დისტანციაზე გულაღმა სტილით ცურვაში საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა. მისი მწვრთნელის, ნინო გოგინაშვილის განცხადებით, გოგონამ თავისიივე შედეგი (32.50) გააუმჯობესა და ახალი რეკორდი (31.97) დაამყარა.