რუსთავის ნაწილს ელ.ენერგია არ მიეწოდება

2021-06-22 21:59:21

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. 

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, მიკრორაიონის აბონენტებს ელექტრო ენერგიის მიწოდება ავარიული შემთხვევის გამო შეუწყდათ და დაახლოებით 1 საათის განმავლობაში აღუდგებათ.