საკრებულოს სხდომა გაიმართა

2017-07-26 14:40:05

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით ოცდამეჩვიდმეტე, სხდომა გამართა. დღის წესრიგში განსახილველი იყო 16 საკითხი. საკრებულომ აიპებში დამტკიცებულ პროგრამებში შიდა მუხლობრივი ცვლილებებზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურისთვის დამატებითი თანხის გამოყოფის, მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხებზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე უძღვებოდა.