მოსალოდნელია რეკორდულად მაღალი ტემპერატურა

2021-06-22 01:04:40

22-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში  ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა: აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 33, 38, მთიან რეგიონებში 31, 36 გრადუსი.

24 ივნისიდან 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში  შესაძლებელია 38 გრადუსს გადააჭარბოს.

მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 22 ივნისი +36°C, 23 ივნისი +37°C, 24 ივნისი +38°C, 25 ივნისი +38°C.