უბედური შემთხვევა

2021-06-21 19:42:19

გურჯაანში უბედური შემთხვევა მოხდა.

4 წლის ბავშვი საცხოვრებელი სახლის აუზში ჩავარდა და დაიხრჩო.

ფაქტი საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა  დაუდასტურა.

გარდაცვლილი ბავშვი მერიის ერთ-ერთი ააიპ-ის თანამშრომლის შვილია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.