თბილისში, მთაწმინდაზე 2 ახალგაზრდა დაჭრეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი 20 წალმდე მამაკაცია და ის სამკურნალოდ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.