2021-06-19 15:30:07
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ეზოში ხანძარი იყო.
ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად შეძლეს.