სისხლიან დაპირისპირებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

2021-06-19 11:09:30

სამტრედიაში სისხლიან დაპირისპირებას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

10-მდე პირი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც 2 ახალგაზრდა კაცი დაიჭრა.

დაჭრილები სამტრედიის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა 32 წლის კაცის გადარჩენა ვერ შეძლეს. ხოლო მეორე ახალგაზრდა ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო.