19 ივნისს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-06-18 18:22:00

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

19 ივნისს 07:00-დან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, თორდიას, 9 ძმა ხერხეულიძის, ყაზბეგის, ლერმონტოვის, ნიკოლაძის და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.