ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები

2017-07-25 20:05:40

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ორგანიზაციამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა რუსთავში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრის თემა - ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების თაობაზე მთავრობის დადგენილებით რეგულაციების ნორმების გაცნობა იყო. განიხილეს აღნიშნული სისტემა, მიზნები და რეგულირების სფერო, რეფერირების პროცედურებში ჩართული სუბიექტები და მათი უფლებამოსილებანი. შეხვედრის ბოლოს დამსწრეებმა იმსჯელეს და წარმოადგინეს საკუთარი ხედვები. საია-ს წარმომადგენლების თქმით ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების დროულ გამოვლენასა და გამოვლენილი ძალადობის ფაქტზე სათანადო რეაგირებას.