ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

2021-06-18 16:22:09

საქართველოს მოქალაქე დიტო ხელხელაური პოლონეთში გარდაცვლილი იპოვეს ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ მასთან კონტაქტი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ ჰქონდათ.

ის წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან იყო და ვარშავაში 4 წლის წინ გაემგზავრა. ახალგაზრდა კაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. საქმეში ჩართული იყო როგორც ადგილობრივი პოლიცია ისე პოლონეთში საქართველოს საელჩო.