რუსთავის შშმ პირთა ცენტრს 14 წლის იუბილე მიულოცეს [photo]

2021-06-18 12:46:38

რუსთავსა და თბილისში არსებულმა მცირე ბიზნესებმა რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრს 14 წლის იუბილე მიულოცეს და ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს.

რუსთავში არსებული სათევზაო აქსესუარების მაღაზია "თეთრ თევზის" მიერ წამოწყებულ საქველმოქმედო კამპანიას საოჯახო ქიმიის მაღაზია "კიტო" და თბილისში არსებული შუშის მაღაზია "ლილუტა" შეუერთდნენ. ამჯერად შშმ პირთა ცენტრის ბენეფიციარები ტკბილეულით, ხილით, საოჯახო ქიმიითა და გარკვეული რაოდენობის თანხით დაასაჩუქრეს.

როგორც მაღაზიების მეპატრონეები აცხადებენ, მსგავსი აქტივობების გაგრძელებას მომავალშიც გეგმავენ.