მამაკაცი იაღლუჯზე გარდაცვლილი ნახეს

2017-07-25 17:06:50

მამაკაცი, რომელსაც 12 ივლისის შემდეგ ეძებდნენ, იაღლუჯის მთაზე არსებული ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. მამაკაცის ცხედარი მწყესმა იპოვა, რის შემდეგაც იგი პოლიციას დაუკავშირდა. შსს-ს განმარტებით, პირველადი მონაცემებით, აღნიშნული ფაქტი სუიციდია. სამინისტროს განცხადებით: „გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ინფო რუსთავი გარდაცვლილის ოჯახს დაუკავშირდა. ოჯახის წევრები ინფო რუსთავთან საუბარში აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, სუიციდის შემთხვევა მამაკაცის სახლიდან გასვლიდან რამდენიმე საათში მოხდა. ოჯახის წევრებს მისი გარდაცვალების შესახებ დღეს შეატყობინეს. ამჟამად ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

ოჯახი დახმარებისთვის ინფო რუსთავს გუშინ დაუკავშირდა.