ისლანდიაში გულფოსის ჩანჩქერზე 22 წლის ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები ამ მომენტისთვის შეწყვეტილია. დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიგი გიგიაძის განმარტებით, ადგილობრივ პოლიციას მიაჩნია, რომ ნიკა ბეგაძის გადარჩენის ალბათობა ძალიან მცირეა. ელჩის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის სამძებრო ღონისძიებები შეჩერებულია, მაგრამ კვირის ბოლოს კვლავ განახლდება. სხვადასხვა შესართავებთან ამ დრომდე რჩება ე.წ შემაკავებელი ბადეები. შემთხვევა 19 ივლისს მოხდა. ნიკა ბეგაძის ავტომობილში ნაპოვნია ანკესი, კარავი და პირადი ნივთები. საქართველოს მოქალაქე ისლანდიაში მეგობართან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ასევე რუსთაველია, თუმცა ნიკა გულფოსის ჩანჩქერზე მარტო იმყოფებოდა. მისი ოჯახის წევრები გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ ისლანდიაში აპირებენ ჩასვლას.