როდის განიხილავს მთავრობა ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნას

2021-06-15 12:00:33

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით ქვეყანაში დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას თვის ბოლომდე არსებული ეპიდვითარების შესაბამისად მიიღებენ.

ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"ჯერჯერობით, უნდა დავაკვირდეთ და შევინარჩუნოთ ეს კლებადი ტენდენცია, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს. რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებო და საფრთხილოა ახალი შტამების გავრცელების ტენდენცია, ასევე, ნიღბის გამოყენების მაჩვენებელიც ცოტათი შემცირდა და ესეც საფრთხილოა. თვის ბოლომდე ვნახოთ, რა სურათი გვექნება და ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება სხვა დანარჩენი შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობაზე",- განაცხადა გაბუნიამ.