კრწანისში მომხდარი ავარიის მსხვერპლი 3-მდე გაიზარდა

2021-06-14 11:04:53

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა.

შემთხვევის ადგილიდან კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" გადაყვანილი კიდევ ერთი მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს, შუა ხნის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობას გადიან დანარჩენი 3 დაშავებული, რომელთა შორისაც ერთი არასრულწლოვანია.

შეგახსენებთ, რომ სატვირთო ავტომობილი, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა 4 მსუბუქ მანქანას შეეჯახა და “ნიუ ჰოსპიტალის“ ეზოში გადავარდა, რის შედეგადაც სატვირთოს მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო 32 წლის ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ.