თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა. [ვიდეო/video]
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.
ავარიის შედეგად დაშავებულები აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანია.
კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. სატვირთო ავტომობილი 4 მსუბუქ მანქანას შეეჯახა და “ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში გადავარდა.