ავარია თბილისის ქუჩაზე (ფოტოები)

2017-07-24 21:30:55

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. გავრცელებული ინფორმაციით მუქი ფერის ავტომობილმა სიჩქარის შემანელებელ ხელოვნურ ბარიერთან სიჩქარეს დაუკლო რა დროსაც მას უკნიდან ღია ფერის ავტომობილი დაეჯახა. მცირედით დაშავდა ერთერთი მძღოლი, თუმცა მისი გადაყვანა კლინიკაში არ მომხდარა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.