როგორ გაჩნდა ხანძარი და რა დაიწვა (ვიდეო)

2017-07-24 17:10:46

ცხრა ძმა ხერხეულიძის 9 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე არსებულ ბინას ცეცხლი გაუჩნდა. ბინაში ერთი ქალბატონი იმყოფებოდა, რომელმაც სახლიდან გამოსვლა დროულად მოახერხა. ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო ეკიპაჟი. ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. საცოხვრებელი კორპუსის სახურავი თითქმის მთლიანად დამწვარია. ასევე, რამდენიმე ბინაში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს, გადაწყდება დაეხმარება თუ არა თვითმმართველობა მოსახლეობას. ნახეთ ვიდეო.