ისწავლე და დასაქმდი ფინკა ბანკში.
ფინკა ბანკში 2021 წლის ივნისიდან საკრედიტო ოფიცრის სტაჟირების პროგრამაზე მიღება განახლდა.
პროგრამა არის მათთვის, ვისაც სურს კარიერა საბანკო სფეროში დაიწყოს, თუმცა ამ მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება ჯერ არ გაქვს.
· ფინკა ბანკის საკრედიტო ოფიცრის სტაჟირების პროგრამა არის საშუალება, დაეუფლოთ საკრედიტო ოფიცრის პროფესიას, სწავლის პარალელურად ჩაერთოთ გაყიდვების პროცესში და დასაქმდეთ.
· პროგრამაში მონაწილეობის მიღება ყველა ასაკის, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, რაც მთავარია, სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის.
სწავლის ხანგრძლივობა 3 თვეა, გათვალისწინებულია სტიპენდია - 200 ლარი.
· ვინაიდან, პრაქტიკული დავალებების შესრულება სასწავლო პროგრამის ძირითადი ნაწილია, მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, გაყიდვებიდან საკომისიო გამოიმუშაონ.
· პროგრამაზე მიღება გამოცხადებულია შემდეგ ფილიალებში: ბაღდათი, ჭიათურა, კასპი, სამტრედია, ზესტაფონი, ბოლნისი, ახმეტა, მარნეული, წნორი, თელავი, თბილისი, ჩხოროწყუ, ხულო, ზუგდიდი.
აპლიკაციების მიღება 25 ივნისამდე გაგრძელდება. აპლიკაცია შეავსეთ აქ ან ეწვიეთ ფინკა ბანკის შესაბამის ფილიალებს.