დამატებით კიდევ 5 სპორტული მოედანი მოეწყობა (ფოტო).

2016-11-22 22:13:09

სპორტული მოედნების მოწყობა დაიწყო. წლების წინ როდესაც ქალაქში სპორტული მოედნების მოწყობა დაიწყო XX  მიკრო-რაიონი ერთერთი პირველი უბანი იყო სადაც მინი საფეხბურთო მოედანი გაკეთდა, თუმცა სტადიონი ბოლო წლებია საკმაოდ დაზიანებული იყო და ბავშვებისთვის მოედანზე შესვლა საფრთხის შემცველიც კი გახდა. ამ მომენტისთვის აღნიშნულ ლოკაციაზე ახალი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. წელს ქალაქის მასშტაბით 10 ახალი სპორტული მოედანი უკვე გაკეთდა, თუმცა ტენდერებიდან დარჩენილი ეკონომიების ხარჯზე დამატებით მოხერხდა და წლის ბოლომდე  5-სპორტული და 1-საბავშვო მოედანი მოეწყობა. სპორტული მოედნების მოსაწყობად თანხა 223 641 ლარის ოდენობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში იგეგმება. სპორტული მოედნები მოეწყობა შემდეგ მისამართებზეა დაგეგმილი: მაიაკოვსკის გასასვლელის #7, ფიროსმანის ქუჩის #15, ლესელიძის ქუჩა(სახანძროს მიმდებარე ტერიტორია), მე-20მ/რ #1, დ/მეტლურგთა ქუჩა (#15-#17 მიმდებარე ტერიტორია), ხოლო საბავშვო მოედნის მოწყობა მე-12 მ/რ #4 მოხდება.