4 ქართველმა ახალგაზრდამ სავტომობილო კონტეინერის დახმარებით კანადის საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა. კანადის სასაზღვრო პოლიცია იძიებს საქმეს თუ როგორ გადაკვეთეს ქართველებმა მონრეალის პორტი. ოთხივე მამაკაცი 30 წლამდეა. დაკავების დროს არალეგალებს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება აწუხებდათ რის გამოც თავს სუსტად გრძნობდნენ და მათი გადაყვანა კლინიკაში გახდა საჭირო. კონტეინერი, რომლის დახმარებითაც არალეგალებმა კანადის საზღვარი გადაკვეთეს, ჩინეთის საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიას ეკუთვნოდა. პორტის ოფიციალური წარმომადგენლობა და სამართალდამცავები დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.