შეფერხება რუსთავი-ლილოს გზაზე

2021-06-06 12:19:34

რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე შეფერხებაა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი გაჩიანის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ლილო-რუსთავის გზაზე მოძრავ ავტომობილებს შემოვლითი გზის გამოყენება უწევთ.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ სატვირთოს, ექსკავატორი გადაჰქონდა, რომელიც ხიდს გამოედო და დააზიანა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ჩამოინგრა ბეტონის ფილები და მილები, რომელიც ხიდის ქვეშ იყო დამონტაჟებული. დაზიანებების გამო, ხიდის ჩამოშლის საშიშროება არსებობდა და შესაბამისმა სამსახურმა მისი მთლიანი დემონტაჟი მოხდა.