"ჭალის ტყის აღდგენის" პროექტი [video]

2021-05-22 23:25:42

რუსთავში, ჭალის ტყის ტერიტორიაზე, გამწვანების მორიგი აქცია მოეწყო.[ვიდეო/video]

ეკოაქტივობის ფარგლებში, ტერიტორიაზე 100-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგი დაირგო.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტის რუსთაველმა წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, "რუსთავსერვის ცენტრის" წარმომადგენლებმა, ეკო მოხალისეებმა და რუსთაველმა სპორტსმენებმა მიიღეს.

დღევანდელი ღონისძიებით, ბოლო თვეების განმავლობაში, რუსთავში, გამწვანების კუთხით შესრულებული სამუშაოები შეჯამდა.

ქალაქის "ჭალის ტყის აღდგენის" პროექტის პრეზენტაცია მიმდინარე წლის აპრილში მოეწყო და პარალელურად, ტერიტორიაზე 1000 ძირი ხის ნერგი დაირგო, რომლის მოვლა-პატრონობაზეც მუნიციპალიტეტი ზრუნავს. პროექტი, პარლამენტში რუსთაველი დეპუტატის, ალექსანდრე დალაქიშვილის ინიციატივითა და "საზოგადოება რუსთაველების" ხელშეწყობით ხორციელდება.

პარლამენტარები და რუსთავის მერი ხაზს უსვამენ, რომ ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების ფონზე, ჭალის ტყის განადგურებული ნაწილის აღდგენა,  ქალაქისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.