როგორია ისრაელში დაშავებული ქართველის მდგომარეობა

2021-05-12 18:12:52

ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია ქალაქ ხულონში ქართველის დაშავების შესახებ "ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი დაზიანება მსუბუქია.

როგორც ჟვანიამ განაცხადა, მოქალაქეს ჭრილობა მარცხენა კიდურზე აღენიშნება.

„მსუბუქად დაშავებული არის ერთი მოქალაქე. მარცხენა ხელში აქვს ჭრილობა შუშის ნამსხვრევებისგან, მას ჩაუტარდა ხელის დამუშავება და საავადმყოფოდან სახლში გუშინვე გაუშვეს. ეს შემთხვევა მოხდა ქალაქ ხულონში. ავტობუსზე მოხდა თავდასხმა და ის იყო შემთხვევის ადგილთან ახლოს. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების ზომები გავითვალისწინოთ“, - განაცხადა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, "ინფო რუსთავმა" ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელში, ქალაქ ხულონში მომხდარი შეტაკების შედეგად ქართველი ქალი დაშავდა.

ახალგაზრდა ქალი გუშინ ღამით იმ ავტობუსით მგზავრობდა, რომელსაც რაკეტა დაეცა.