მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით კომპანია ”რუსთავის წყალი“ აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავს: ”მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით, წყალსადენი სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები და მითითებები, აბონენტებმა, რომლებიც სარგებლობენ მრიცხველით, სასურველია შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენი ქსელები და აღრიცხვის კვანძები. ასევე, რეკომენდირებულია, დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით".