რუსთავში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 65 წლამდე კაცის ცხედარი მესხიშვილის გამზირზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ძმამ იპოვა.
ადგილობრივების განცხადებით, კაცი მარტო ცხოვრობდა და მასთან დაკავშირებას ძმა 1 კვირის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. კორპუსის მცხოვრებლების ვარაუდით, 65 წლამდე მამაკაცი ამ ხნის განმავლობაში გარდაცვლილი იყო.
მეზობლებს გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი უჭირთ.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.