სოციალური ქსელი "ფეისბუქი" შეფერხებით მუშაობს.
მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, ქსელის მომხმარებლები სხვადასხვა სახის პრობლემას აწყდებიან.
შეფერხებები უკვე აისახა პლატფორმა Down Detector-ზე, სადაც პოპულარული სოციალური ქსელების მუშაობის მონიტორინგი ხორციელდება.
მომხმარებლების 47% პირად ანგარიშზე შესვლას ვერ ახერხებს, 31%-ს პრობლემები აქვს Newsfeed-თან დაკავშირებით.
ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით კომპანიის მხრიდან არ გაკეთებულა.