პროტესტი ქვემო ქართლის პროკურატურის შენობასთან (ფოტოები).

2016-11-21 17:48:08

რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს სასამართლო პროცესი გაიმართა, საქმე ეხებოდა წალკაში მომხდარ კვლელობას. სასამართლოზე მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოაცხადა და მორიგი მოსმენა 29 ოქტომბერს ჩანიშნა. სასამართლო დარბაზიდან გამოსული მელტონიანების ნათესავები და გულშემატკივრები ქვემო ქართლის პროკურატურის შენობის წინ შეიკრიბნენ და პროკურატურის უმოქმედობა გააპროტესტეს. აიკ მელტონიანი - "მომიკლეს შვილი, 4 თვე გავიდა და საქმე ჯერ დახურული არ არის. მკვლელები სამსონ თამარიანი და სამველ თამარიანი თავისუფლები არიან და ამ დრომდე არავის დაუპატიმრებია". 30 ივლისს წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ ნარდევანში 25 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი ანდრანიკ მელტონიანი ურთიერთ შელაპარაკების დროს მოკლეს. საქმეზე ბრალდებული ანდრანიკ თამარიანი მალევე დააკავეს.