თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს [photo]

2021-03-22 23:03:18

თურქეთში, სტამბულში ერთ-ერთ ქუჩაზე ახალგაზრდა ქართველი ქალი მოკლეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, 25 წლის ქართველი, თეო თუაშვილი, პაკისტანური წარმოშობის მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა. მათ საცხოვრებელ სახლში 4 ადამიანი შეიჭრა.

6 პირს შორის დაწყებული კამათი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც ქართველ გოგოს და პაკისტანელ კაცს დანით ჭრილობები მიაყენეს.

სავარაუდო დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ქართველი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო პაკისტანელი მამაკაცი მძიმე დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" თეო თუაშვილის ახლობელმა განუცხადა, გოგონა სტამბულში ერთ-ერთ ტექსტილის ფაბრიკაში მუშაობდა

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები