27 წლის ექთანი, რომელიც "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა და კომაში ჩავარდა, გარდაიცვალა.
ინფორმაცია ოჯახს ცოტა ხნის წინ დაუდასტურეს.
მეგი ბაქრაძე ახალციხიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინვე გადმოიყვანეს.
ის 16 საათის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა, მკურნალობის განმავლობაში პაციენტს გული რამდენჯერმე გაუჩერდა.
ექიმები 27 წლის ქალის მდგომარეობას თავიდანვე უმძიმესად აფასებდნენ.