სოფელ ლემშვენიერასა და ახალ სამგორში გარე-განათების ახალი სისტემა ე.წ. LED სანათების მონტაჟი მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას ტენდერში 437 980 ლარად გამარჯვებული კომპანია შპს „ქსელმშენი“ ასრულებს.
სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ლემშვენიერაში, პროექტის მიხედვით რეაბილიტირდება და ახალი დიოდური სანათები დამაგრდება181 ბოძზე. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტიპის LED სანათების ძირითადი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა, რაც ელექტროენერგიის ხარჯს 70-80 პროცენტით დაზოგავს.