ოკუპირებულ ოჩამჩირეში, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან პატიმარი ზედამხედველთან ერთად გაიქცა. დე-ფაქტო გენერალური პორკურატორის ინფორმაციით, დაკავებულმა, რომელსაც 30 დღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სავარაუდოდ იზოლატორის ზედამხედველთან შეთანხმებით, საკნის გისოსები გადახერხა და მასთან ერთად მიიმალა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე იზოლატორიდან გაქცევისა და დე-ფაქტო ძალოვანი თანამდებობის პირთა ქმედებებში დანაშაულის ნიშნებზე. გაქცეულთა ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.
ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.