1 ივლისიდან ბათუმისკენ მიმავალი მატარებლებით მგზავრობა ძვირდება.
"საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიას განცხადებით, ბიზნეს და პირველი კლასის ბილეთის ფასი 45 ლარიდან 60 ლარამადე გაიზარდა. ეკონომ კლასით მგზავრობის შემთხვევაში კი ბილეთის ფასი, როგორც წინა წლებში, ახლაც, ზაფხულის სეზონზე 24 ლარი ღირს, ხოლო არასეზონურ პერიოდში 18 ლარი.
საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს 2013 წლის გადაწყვეტილებით სამგზავრო ბილეთებზე სეზონური ფასების ცვლილება ამოქმედდა. ამჯერად კი ფასი ოთხივე სეზონზე უცვლელი დარჩება.
რაც შეეხება თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კომპანია „METRO Georgia“- ს მოძრავ ავტობუსებს, მგზავრობის ღირებულება 10 ივლისიდან გაიზრდება და ზაფხულის ბოლომდე შენარჩუნდება. კერძოდ, ავტობუსით მგზავრობა 25 ლარის ნაცვლად 30 ლარი ეღირება, თუმცა ორმხრივი ბილეთის წინასწარ აღების შემთხვევაში ფასი იგივე რჩება.