მარნეულში ოჯახის 3 წევრი გარდაცვლილი ნახეს.
გარდაცვლილებს შორის არიან 23 წლის მამაკაცი, მისი 21 წლის ცოლი და ცოლ-ქმრის 3 წლის შვილი.
მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო, ან თბონერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.