ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა.
"ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად, თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს კი, მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის
"ჩემი გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტში მინისტრობის 2 ახალი კანდიდატი გვეყოლება, სხვა წევრები კი დაკავებულ თანამდებობებზე დარჩებიან.
თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მოქმედი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს კი, მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.