მიწიდან წყალმა ამოხეთქა

2021-02-19 14:58:10

ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე, წყლის მილი გასკდა. წყალმა ძლიერი წნევით მიწის ზემოთაც ამოხეთქა და მიმდებარედ მდგარი ავტომობილები დააზიანა.

წყლის ძლიერი ნაკადის გამო, დატბორილია ბათუმის რამდენიმე ქუჩა.

ჯერჯერობით "ბათუმის წყლის" ტექნიკური ჯგუფის მიერ მილის შეკეთება არ მომხდარა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.

ფოტო: TV 25