ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ

2021-02-19 11:25:19

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. 

არსებული ინფორმაციით, 2 მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.